Chevrolet Miray–ს კონცეპტი – მომავლის ხედვა
კორეულ ენაზე Miray ნიშნავს “მომავალს”. ამ როდსტერის კონცეპტით Chevrolet–ს კომპანია იყენებს ავტომობილების მომავალ ტექნოლოგიებს. Miray აღჭურვილია “შუა–ელექტრული” ამძრავით, რომელიც უზრუნველყოფს მართვის საუკეთესო დინამიკასა და საწვავის ეკონომიურობას.
ამავე დროს Miray–ს კონცეპტი განაგრძობს Chevrolet–ს სპორტული ავტომობილების ტრადიციებს. მის დიზაინში შერწყმულია Chevrolet–ს როგორც ძველი ავტომობილების კლასიკური დიზაინი, ასევე მომავლის დიზაინი. Miray – შესანიშნავი საჩუქარია Chevrolet-ს ასი წლის იუბილესათვის.
კლასიკური ექსტერიერი
ღია კომპაქტური Miray მოგვაგონეს 1963 წლის Monza SS–ის კონცეპტს. ძარის მსუბუქი სტრუქტურა და დახრილი ხაზები – კიდევ ერთი თანამედროვე ინტერპტრეტაცია 1962 წლის Corvair Super Spyder–სა.
“გილიოტინის” ტიპის კარები სპორტულ სტილში და ორინიგნალური განათება
ეფექტური აეროდინამიური Miray–ს ძარა მოგვაგონებს თანამედროვე ზებგერით თვითფრინავს. “გილიოტინის” ტიპის კარები მოგვაგონებს სპორტულ ავტომობილებს “Le Mans”, რელიეფური მონახაზები, ვიწრო პროფილი და ორიგინალური განათება ხაზს უსვავს Chevrolet–ს მაღალი დიზაინის ტრადიციებს – და საშუალებას გვაძლევს თვალი შევავლოთ კომპანიის მომავალ დიზაინს.
Miray–ს სპორტული ინტერიერი
Chevrolet–ს სარბოლო ტრადიციები იგრძნობა Miray–ს სალონის დიზაინშიც. ზედაპირი შესრულებულია პოლირებული ალუმინით, ტყავით, მატერიით და “ თხევადი” მეტალით, თითქოს მოძრაობაში გაყინული, განაგრძობს ავიაციის თემას ექსტერიერში.
პორტრეტული სტილის კოკპიტი
Miray–ს კოკპიტი მოწყობილია მძღოლის გარშემო, როგორც ეს Chevrolet–ის სპორტულ ავტომობილებშია. კოკპიტის ორ ზონად გაყოფის წყალობით, წინა მგზავრი განიცდის იგივე შეგრძნებებს, რასაც მძღოლი. ამავე დროს უკანა მგზავრებისათვის შექმნილია მყუდრო გარემო, რომელსაც განაპირობებს შიდა განათება.
საინფორმაციო დისპლეი და ცენტრალური კონსოლი
დიზაინერებმა გამოიყენეს უნიკალური მიდგომა, მძღოლისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად, პროექტორის ტექნიკის გამოყენებით.
ცენტრალური სენსორული დისპლეი
ცენტრალური სენსორული დისპლეი განთავსებულია კონსოლის მთელ სიგრძეზე, რომელიც ეშვება ალუმინის ელემენტთან და კვეთს მას – მსგავსი დიზაინი მოგვაგონებს გახსნილი ავია ზებგერითი თვითფრინავით ცხვირს. სწორედ აქ ძარის შიდა პანელი მსუბუქად “გადადის” შიდა კონსოლში, რომელიც აერთიანებს ავტომობილის წინა და უკანა ნაწილს.
ღილაკი “ Start” საავიაციო სტილში
ღილაკი “ Start”, დამონტაჟებულია ცენტრში, ის ასევე მოგვაგონებს თვითფრინავს. ღილაკზე თითის დაჭერით მძღოლის საჭეზე გამოდის ხელსაწყოთა დაფა – როგორც ზებფერით თვითფრინავში. ინტერაქტიული ინფორმაცია გამოდის პირდაპირ თეთრ დაფაზე.
მომავლის ფუნქციონალურობა
Miray ფუტურისტული ტექნოლოგიების სიაში – მოძრავი უკანა ხედვის კამერა (უკანა ხედვის სარკეების მაგივრად), რომლებიც გამოდიან გვერდითი შუშებიდან ელექტრულად. კიდევ ერთი კამერა განთავსებულია წინ და მუშაობს GPS სანავიგაციო სისტემასთან ერთად. ის აჩვენებს ვიდეო გამოსახულებას რეალურ დროში სანავიგაცო რუქაზე და ამავე დროს ეხმარება მძღოლს აიღოს ორიენტირი ქალაქის უცხო გარემოში.
ეკონომიური და ძლიერი ამძრავი
“ამძრავის სისტემა იდეალურად პასუხობს ავტომობილის კონცეფციას, რომელიც აერთიანებს გამოჩენილ მართვის სტილს კომპაკტური ზომებითა და ეკოლოგიურობით” – ამბობს მაიკ არკამოუნი, პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი GM კორეის.
1,5 ლიტრიანი ოთხ ცილინდრიანი ტურბინირებული ძრავი, რომელიც ელექტრო ძრავთან ერთად მუშაობს, უზრუნველყოფს ბრუნვითი მომენტის ოპტიმალურ განაწილებას წამყვან თვლებზე და ამასთან ერთად შესანიშნავ დინამიკას Miray–სა.
შუა ელექტრული კარდანული გადაცემა
Miray წარმოგიდგენთ ახალ ტექნოლოგიას “ შუა ელექტრული” ჰიბრიდულ ამძრავს, რომლის ძირითადი ელემენტები დამონტაჟებულია მძღოლის უკან და მის ქვეშ. მსგავსი კომპონენტები უზრუნველყოფს გამორჩეულ სავლასა და საწვავის ეკონომიურობას.
ძრავის ტექნიკური მახასიათებლები
Miray–ს კონცეპტი ამძრავი მუშაობს ორი ელექტო ძრავით სიმძლავრით 15 კვტ, რომელიც განლაგებულია ავტომობილის წინა მხარეს. ქალაქის პირობებში მოძრაობისას ისინი განაპირობებენ დინამიურ აჩქარებას “ნულოვანი” მავნე ნივთიერებების გამოყოფით ატმოსფეროში. ელექტრო ძრავები იკვებებიან ლითიუმ–იონური ბატარეით 1,6 კვტ/სთ, რომელიც ასევე იტენება ავტომობილის რეკუპერაციული სამუხრუჭე სისტემით.
“მრავალი კომპონენტი Miray–ს ამძრავის სისტემაში არის ლოგიკური განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიებისა, რომლებსაც ფლობს GM” – ამბობს უვე გრებე, აღმასრულებელი დირექტორი GM Powertrain Advanced Engineering.











