
ლუი შევროლეს ფოტოსურათი
მრბოლელი სუპერ-ვარსკვლავი
კომპანიის განვითარება
ლუი შევროლე დაიბადა ლა შო-დე-ფოში, შვეიცარია, 1878 წელს. ინტერესი რთული მექანიზმებისადმი მან მემკვიდრეობით მიიღო მამის, მესაათისაგან. როდესაც ლუი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ის სულ მუდამ შლიდა რაღაც ნივთებს, რათა გაეგო, როგორ მუშაობენ და როგორ გაეუმჯობესებინა ისინი.
თავისი მეორე მისწრაფება - სიჩქარისკენ - მან გამოავლინა 11 წლის ასაკში, როდესაც მან დაიწყო მუშაობა ველოსიპედების სარემონტო სახელოსნოში. ისევე, როგორც მრავალ სხვას, ლუისაც სამუდამოდ შთაებეჭდა ის აღმაფრენა, რომელიც მან განიცადა გორაკიდან პირველად სიჩქარეზე ჩამოსვლით. მაგრამ ჩვენი უმრავლესობისაგან განსხვავებით, ამის შემდეგ ის დაფიქრდა, როგორ უნდა ეიძულებინა ველოსიპედი მეტი სიჩქარე განევითარებინა.
ლუი ველორბოლებიმა გაიტაცა: ის ახორციელებდა ველოსიპედების კონსტრუირებას და თვითონ მონაწილეობდა რბოლებში. ხოლო მთელი მის მიერ მოგებული საპრიზო ფული იხარჯებოდა მისი 6 და-ძმის რჩენაზე. შემდეგ, ერთხელაც 1896 წელს მის სახელოსნოში თხოვნით: გაერემონტებინათ მისი მოტოეტლი შეიხედა ამერიკელმა მაგნატმა ვანდერბილტმა. ლუიმ ძალიან ადვილად დასძლია ეს ამოცანა, ხოლო მისი ოსტატობით გაოცებულმა ვანდერბილტმა შესთავაზა ლუი შევროლეს ეცადა ბედი ამერიკაში.
1901 წელს ლუი გადავიდა ნიუ-იორკში და მოეწყო ინჟინერ-მექანიკოსად ავტომობილების მწარმოებელ ყველაზე მსხვილ კომპანიაში დიონ-ბუტონში.
ლუის სიყვარულმა ავტომობილებისადმი მალე 2 ფორმა მიიღო - მათი კონსტრუირება და მათში რბოლებში მონაწილეობა.
1905 წელს მან მოიგო თავისი პირველი მნიშვნელოვანი რბოლა და დაამყარა ახალი რეკორდი, როდესაც ერთი მილი გადალახა 52.8 წამში. ლუის ცხოვრების ამ წლიდან დაიწყო ამერიკულ რბოლებში 15 წლიანი მუდმივი გამარჯვებების პერიოდი, რისი წყალობითაც ის სარბოლო ტრეკის მსოფლიო დონის სუპერ-ვარსკვლავად იქცა.
1911 წელს ლუიმ გადაწყვიტა ესარგებლა მოპოვებული სახელით თავისი საკუთარი საავტომობილო კომპანიის შესაქმნელად - და ბილი დიურანტთან, ნიუ-ჯერსიში ჯენერალ კომპანის (რომელიც მოგვიანებით ჯენერალ მოტორსი გახდა) მფლობელთან ერთად შექმნა - შევროლე მოტორ კარ კომპანი.
1911 წლის 3 ნოემბერი გახდა კომპანია შევროლე მოტორ კარ კომპანიის დაბადების დღე.
ახლა ლუი შევროლეს მიეცა საშუალება შეექმნა ზუსტად ის ავტომობილები, რომლებზეც ასე დიდხანს ოცნებობდა. მას უნდოდა ისეთი ავტომობილების შექმნა, რომელნიც უფრო ტექნოლოგიურნი და უფრო საიმედონი იქნებოდნენ, ვიდრე იმ მომენტისათვის უკვე არსებული რომელიმე სხვა ავტომობილები. მაგრამ, ამასთან ერთად, მას სურდა რომ ეს ავტომობილები ფასის მიხედვით უფრო ხელმისაწვდომები ყოფილიყვნენ ადამიანების უმრავლესობისათვის. ბრანდმა Chevrolet უდიდეს წარმატებას მიაღწია - Chevrolet-მა მოახერხა ლიდერობაც კი ჩამოერთმია კომპანის ფორდის T მოდელისათვის.
ჩვენს დროში უმრავლესობას აღარც კი ახსოვს ლუი შევროლე, როგორც მრბოლელი, მაგრამ მისი კომპანია მთელი მსოფლიოსათვის გახდა ცნობილი. ჩვენ ყველა Chevrolet-ის გუნდში ვამაყოფთ ჩვენი ფესვებით და ყოვეთვის დავიცავთ ლუი შევროლეს პრინპიპებს - შევქმნათ საუკეთესო ავტომობილები საუკეთესო ფასად.
გაიგეთ მეტი Chevrolet-ს სამოდელო რიგის შესახებ:
Chevrolet-ს სამოდელო რიგის ნახვა
ან გაიგეთ მეტი Chevrolet-ს ნებისმიერ მოდელზე ცალცალკე:
სედანი Chevrolet Aveo
ახალი დახვეწილი სტილის
სედანი Chevrolet Cruze
ყველგანმავალი მთელი ოჯახისათვის Chevrolet Captiva, რომელსაც
გააჩნია 7 ადამიანამდე დატევის უნარი.
მაგრამ საკმარის საუბარი წარსულსა და აწმყოზე. გაიგეთ მეტი Chevrolet-ის უახლოესი მომავლის და Chevrolet-ის კონცეპტების შესახებ: