სიახლეები / 2009 / სიახლეები

შექმნილია ახალი კომპანია General Motors

(23.9.2009)
  • GM კვლავ უბრუნდება ავტომობილების და სატვირთო მანქანების წარმოებას და პასუხობს მყიდველების მოთხოვნილებების.
  • ახალი კომპანია შექმნილია ძველი GM-ის უძლიერესი აქტივების საფუძველზე.
  • ოთხი საკვანძო ბრენდი აშშ-ში უმსხვილესი და უძლიერესი ეროვნული სადილერო ქსელის მხარდაჭერით.
  • ზუსტი ორგანიზება გლობალურ დონეზე შესაძლებელს ხდის ოპერატიულად მიღებულ იქნას გადაწყვეტილებები და ფოკუსირება მოხდეს მომხმარებელზე.
Image 1

დეტროიტი, 10 ივლისი 2009. დღეს ახალმა General Motors-მა დაიწყო თავისი საქმიანობა განახლებული საკორპორაციო სტრუქტურით, მდგრადი ბალანსით და ახალი კურსით - კომპანიის საქმიანობა მთლიანად ფოკუსირებულია მომხმარებელზე.

«დღევანდელი დღე General Motors-ისთვის ნიშნავს ახალი ეპოქის დაწყებას, რომელიც კომპანიის თითოეულ თანამშრომელს, მათ შორის მეც, საშუალებას მოგვცემს დაუბრუნდეთ ჩვენს საქმიანობას - ავტომობილების და სატვირთო მანქანების დიზაინს მომხმარებლების მოთხოვნების განხორცილებისათვის, - ამბობს ფრიც ჰენდერსონი (Fritz Henderson), პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. - ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ისტორიულ გარდამავალ პერიოდში ჩვენს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას, და გულმოდგინეთ ვიმუშავებთ, რათა გავამართლოთ ეს ნდობა და შევქმნათ ახალი წარმატებული კომპანია General Motors»

. ახალი GM, რომელიც შექმნილია გაკოტრების შესახებ საქმეების სასამართლოს 2009 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით, თავის თავში მოიცავს:

  • ოთხ საკვანძო ბრენდს აშშ-ში, და ასევე ყველაზე განშტოებულ და ძლიერ სადილერო ქსელს ქვეყანაში;
  • Chevrolet, Cadillac, Buick და GMC ავტომობილების, სატვირთო მანქანების და კროსოვერების განახლებული სამოდელო რიგს დიზაინის და ტექნოლოგიების მოწინავე გადაწყვეტილებების შესაბამისად, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე გარემოსათვის;
  • წარმოების დანახარჯების კონკურენტულ სტრუქტურას, უნაკლო საწარმოო ანგარიშგებას, და ასევე უფრო ძლიერ ლიკვიდურობას, რომლებიც ახალ GM-ს საშუალებას მისცემს მოახდინოს ინვესტიციები ახალ პროდუქტებში, საკვანძო ტექნოლოგიებში და საკუთარ მომავალში;
  • კორპორაციულ კულტურას, რომელიც ორიენტირებულია კლიენტებზე და პროდუქტებზე.

„ბოლო ასი დღის განმავლობაში ჩვენ გავიგეთ ერთი მნიშვნელოვანი რამე: GM-ს შეუძლია იმოქმედოს ოპერატიულად და გაბედულად, - ამბობს ბატონი ჰენდერსონი. - დღეს ჩვენ - ენერგიას, ძალისხმევას და სიჩქარეს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში კონცენტრირებული იყო გაკოტრების პროცედურების გავლაზე, მივმართავთ მათ ახალი General Motors-ის საქმიანობასა და შექმნის პროცესზე“.

„ბიზნესი ჩვეულებრივი გაგებით GM-ში დასრულდა, - აცხადებს ბატონი ჰენდერსონი. - დღეს დაიწყო ახალი ერა General Motors-სა და ყველასთვის, ვინც დაკავშირებულია ამ კომპანიასთან. ამიერიდან General Motors-ი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული კლიენტებზე, უფრო ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს სამომხმარებლო და საბაზრო ტენდენციებზე, და ასევე General Motors-ი გეგმავს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გადასცეს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან საბოლოო მყიდველთან. ჩვენი მიზანია - შევქმნათ ისეთი ავტომობილები, სატვირთო მანქანები და კროსოვერები, რომლებსაც ელოდებიან მომხმარებლები, და ასევე უფრო სწრაფად გამოვიტანოთ ისინი ბაზარზე“.

ნდობის და სიმტკიცის აღდგენის ვალდებულება

General Motors Company-ს მფლობელები ძირითადში არიან აშშ-ს, კანადის და ონტარიოს მთავრობები, და ასევე სატრასტო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო გარანტიებს საავტომობილო წარმოების მუშაკთა გაერთიანებული პროფკავშირების (UAW) პენსიონერებისათვის. ჩვეულებრივი აქციების უშუალო მფლობელები გახდებიან:

  • აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო: 60,8 %;
  • UAW საპენსიო სამედიცინო დაზღვევის ტრასტი: 17,5 %.
  • კანადის და პროვინცია ონტარიოს მთავრობები: 11,7 %;
  • ძველი GM: 10 %.

„ ჩვენ ძალიან ვაფასებთ დაინტერესებული პირების მხარდაჭერას ტრანსფორმაციის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ General Motors Company-ს ფასიანი ქაღალდები თავდაპირველად არ იქნება განთავსებული ბირჟაზე, ჩვენი ფინანსური და სხვა ანგარიშგება გამჭირვალე იქნება, რათა უფრო მეტად გავამაგროთ ნდობა და სიმტკიცე, - განაცხადა ბატონმა ჰენდერსონმა. - ჩვენ ვგეგმავთ კომპანია გავხადოთ საჯარო უმოკლეს და მიზანშეწონილ ვადებში, დაწყებული მომავალი წლიდან, და რაც შეიძლება მალე დავფაროთ სახელმწიფო კრედიტები. ჩვენ ვალდებულნი ვართ კრედიტები დავფაროთ 2015 წლამდე, მაგრამ მიზნად დავისახეთ ბევრათ უფრო ადრე დავფაროთ კრედიტი“

უფრო მტკიცე ბალანსი

General Motors Company საქმიანობას იწყებს უფრო მტკიცე ბალანსით, წარმოების დანახარჯების კონკურენტული სტრუქტურით და ნაღდი ფულის ძლიერი მდგომარეობით. ყველაფერი ეს კომპანიას საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიოს ავტომობილების როგორც ამერიკელ მწარმოებლებს, ასევე აშშ-ში წარმოდგენილ უცხოურ მწარმოებლებს და ამასთან შეინარჩუნოს თავისი მნიშვნელოვანი არსებობა მზარდ გლობალურ ბაზრებზე.

ნაწილობრივ, როგორც საავტომობილო წარმოების მუშაკთა გაერთიანებული პროფკავშირებთან (UAW) და კანადის საავტომობილო წარმოების მუშაკთა პროფკავშირებთან (CAW) ახლახანს შემდგარი შეთანხმებების შედეგი, ახალი კომპანია მიიღებს GM-ს საუკეთესო აქტივებს და გამოიყენებს საწარმოს დანახარჯების კონკურენტულ სტრუქტურას.

ახალმა GM-მა მუშაობა დაიწყო ბევრად უფრო ძლიერი ბალანსით, რომელიც შეიცავს აშშ-ს ვალს დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ოდენობით, მაგრამ ამის გარდა არის პრივილეგირებული აქციები დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის თანხაზე, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ნულიდან დაწყებული ფინანსური ანგარიშგების შედეგად. სულ ვალი შემცირდა 40 მილიარდ დოლარზე მეტი თანხით, რომელიც ძირითადში შედგებოდა არაუზრუნველყოფილი დავალიანებისგან და დაქირავებულ მუშაკთა ურთიერთდახმარების ნებაყოფლობითი საზოგადოების (VEBA) სატრასტო ფონდისგან, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო გარანტიებს UAW პენსიონერებისათვის. ძლიერი ბალანსი და უზარალობის დაწეული წერტილი ახალ GM-ს საშუალებას აძლევს შეამციროს რისკები, აწარმოოს საქმიანობა მეტი მოგებით ნაკლები მოცულობისას, და ასევე მოახდინოს რეინვესტირება მოწინავე ტექნოლოგიების საკვანძო დარგებში, პროდუქციის შემუშავებასა და დახვეწაში. ახალი კომპანია

შეიძენს GM-ს შვილობილ სტრუქტურებს აშშ-ს ფარგლებს გარეთ და, როგორც ეს მოსალოდნელია, ისინი გააგრძელებენ თავის საქმიანობას შეჩერების გარეშე.

ახალი GM-ს გაშვებიდან კომპანიის ლიდერები დაიწყებენ მუშაობას მისი კულტურის შეცვლაზე, და GM-ს მიერ ბოლო თვეებში ნაჩვენები სიჩქარე და გაბედულობა გახდება ბიზნესის წარმოების ახალი საშუალება, და ამას დაემატება გაძლიერებული ფოკუსირება მომხმარებელზე.

ედვარდ ე. ვიტარკე უმცროსი (Edward E. Whitacre, Jr), რომელიც კურირებდა განახლებული ამერიკული სატელეფონო-სატელეგრაფო კომპანიის (AT&T) შექმნას, დანიშნულია GM-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. საბჭოს შემადგენლობაში შევიდა კიდევ რამოდენიმე ახალი სახე. ფრიც ჰენდერსონი გააგრძელებს თავის საქმიანობას პრეზიდენტის და მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბატონ ვიტაკტრესთან მჭიდრო თანამშრომლობით. ის ასევე საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას GM-ს საქმიანობის მართვაზე ჩრდილოეთ ამერიკაში, ვინაიდან ამ რეგიონში გაუქმებული იქნება კომპანია GM-ს პრეზიდენტის თანამდებობა.

ჰენდერსონი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ ურთიერთობა მყიდველებსა და GM-ს ნებისმიერი დონის თანამშრომლებს შორის გახდეს უფრო მჭიდრო. „ შემდეგი კვირიდან ამოქმედდება საიტი „უამბე პრეზიდენტს“, სადაც კლიენტებს და პრინციპში ნებისმიერ სხვას შეუძლია უშუალოდ უმაღლეს ხელმძღვანელობას გაუზიაროს თავისი იდეები, შეშფოთება და წინადადებები. მე პირადად ყოველდღიურად დავათვალიერებ და ვუპასუხებ რამოდენიმე ასეთ შეკითხვას“. ბატონი ჰენდერსონი და General Motors-ის სხვა ხელმძღვანელები გეგმავენ რეგულარულად იმოგზაურონ, რათა შეხვდნენ მომხმარებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. „აგვისტოში, როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, დაიწყება რეგულარული შეხვედრები კომპანიის კლიენტებთან, დილერებთან, მიმწოდებლებთან, თანამშრომლებთან და ყველა დანარჩენ პირებთან, ვისაც შეაქვს თავისი წვლილი მომხმარებელთან ურთოერთობებში.

„დღეს ახალი General Motors-ი იწყებს თავის საქმიანობას, და ჩვენი დაპირება მარტივია. ჩვენ ვიქნებით მომგებიანი, რაც შეიძლება მალე დავაბრუნებთ ვალებს, ჩვენი ავტომობილები და სატვირთო მანქანები იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, - განაცხადა ფრიც ჰენდერსონმა. - ჩვენ გვესმის, რომ აქ, General Motors-ში, ჩვენ მოგვეცა იშვიათი მეორე შანსი და ჩვენ უზომოდ მადლობელნი ვართ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეხლა გაგვაჩნია ყველა შესაძლებლობა, რათა კარგად შევასრულოთ ჩვენი სამუშაო“. „ჩვენ ვაფასებთ იმ ადამიანების ნდობას, ვინც უკვე გახდა ჩვენი მომხმარებელი და მომავალში შევთავაზებთ მათ მხოლოდ შესანიშნავ ავტომობილებს, სატვირთო მანქანებს და კროსოვერებს მომსახურეობის შესანიშნავი ხარისხით. მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა ამ რთულ დროს, აღნიშნა ბატონმა ჰენდერსონმა. ხოლო მათ, ვისაც არასდროს არ უსარგებლია ჩვენი ავტომობილებით, ან ვინც ერთხელ სცადა და უკმაყოფილო დარჩა, მინდა ვუთხრა: ჩვენ ვაპირებთ მომავალში მოვიპოვოთ თქვენი გადარწმუნების შანსი და დავიმსახუროთ თქვენი ნდობა“.

ფოტოები გამოიყენება მხოლოდ საილუსტრაციოდ. წარმოდგენილი გამოსახულებები სავაჭრო ასორტიმენტის ზოგადი მაგალითებია, ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს სტანდარტული ფორმებისაგან. მოცემული ფასები მხოლოდ შემოთავაზებული საცალო ფასებია. სპეციალური შეთავაზებისთვის მიმართეთ Chevrolet-ის შესაბამის დილერებს. Chevrolet Central and Eastern Europe LLC. (შევროლეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული განყოფილება) და Chevrolet-ს დილერების იტოვებენ უფლებას საქმიანობის შეცვლასა და შეწყვეტაზე, პროდუქციის მახასიათებლების, ფერის და დეტალების შეცვლაზე ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე. Chevrolet არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ვებგვერდზე გამოტანილი მოდელები და მათი დეტალები დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი Chevrolet–ის დილერებთან. ამასთან დაკავშირებით, გირჩევთ, შეკვეთის მიცემამდე, გადაამოწმოთ თქვენს მიერ შერჩეული ავტომობილის მახასიათებლები Chevrolet–ის დილერთან, რომელსაც ენდობით. ეს ინფორმაცია ეხება მხოლოდ საქართველოს ბაზარს.
ყველა ბმული არის გარე და გაიხსნება ახალ ფანჯარაში