სიახლეები / 2009 / სიახლეები

ავტობოტები ჰალსტუხებსა და ბაფთებში

(16.7.2009)

Chevrolet-ს მოდელების ბაზაზე შექმნილი პერსონაჟები ფილმში „ტრანსფომერები - დაცემულთა შურისძიება“

Chevrolet-ს მოდელების ბაზაზე შექმნილი ხუთი პერსონაჟი, მათ შორის ოთხი ახალი, ასრულებენ მთავარ როლს კინოკომპანიების DreamWorks Pictures და Paramount Pictures ფილმში „ტრანსფომერები - დაცემულთა შურისძიება“. ევროპული პრემიერა 24 ივნისს.

პირველად ეკრანზე ოთხი ახალი პერსონაჟი:

Image 1
  • საიდსვაიპი (SIDESWIPE), კონცეპტი Corvette-ის ბაზაზე
  • სკიდსი (SKIDS) და მადფლეპი (MUDFLAP), ავტობოტი ტყუპები, რომელთა ბაზაც მინი-კონცეპტები Chevrolet - Beat და Trax-ია
  • ჯოლტი (JOLT), ავტობოტი, რომელიც გაზრდილი სვლის მარაგის მქონე ელექტრომობილის Chevrolet Volt-ის ბაზაზეა შექმნილი

ბამბლბი (BUMBLEBEETM), გმირი ავტობოტი „ტრანსფორმერების“ პირველი ფილმიდან, რომლის პროტოტიპათაც გამოყენებულ იქნა Chevrolet Camaro-ს კონცეპტ მოდელი, რომელიც უფრო მაღალი ტექნიკური მახასიათებლებით ბრუნდება.

„Chevrolet მოხარულია კვლავაც იყოს ყველაზე მონატრებული ფილმის მონაწილე - განაცხადა უეინ ბრენონმა (Wayne Brannon), Chevrolet Europe-ის ვიცე-ტრეზიდენტი. - ტრანსფორმერები გვაძლევს საშუალებას ერთ ენაზე ვილაპარაკოთ ახალგაზრდა აუდიტორიასთან. ახალი პერსონაჟები განასახიერებენ იმ ცვლილებებს, რომლებიც Chevrolet-ს შოურუმებში მიმდინარეობს, დაწყებული Chevrolet Spark-იდან, რომლის გამოშვებაც კონცეპტ მოდელი Beat-ით იყო შთაგონებული, დამთავრებული ელექტრომობილების ახალი თაობის წარმომადგენლით - Volt“.

მაიკლ ბეის ახალ ფილმში „ტრანსფომერები - დაცემულთა შურისძიება“. ავტობოტები უპირისპირდებიან ახალ საფთხეებს დეცეპტიკონების მხრიდან, რომელთაც განცდილი დამარცხების გამო შურისძიება სურთ. Chevrolet-ს მოდელების ბაზაზე შექმნილი ავტობოტების ახალი პერსონაჟები აერთიანებენ თავიანთ ძალისხმევას, ახალი, უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, რომლებიც სამყაროს დაპყრობით ემუქრებიან.

„ტრანსფომერები - დაცემულთა შურისძიება“ ტრანსფორმერთა პირველ ფილმს აღემატება როგორც რობოტთა მიმზიდველი მოქმედებით, ასევე სანახაობრივი მხარით,-ამბობს ლი ან სტეიბლსი (LeeAnne Stables), ფილმის დისტრიბუტორი და Paramount Pictures-ის გლობალური მარკეტინგული თანამშრომლობის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი_ სიუჟეტში ჩნდებიან ახალი ავტობოტები. Chevrolet-ს ამ ავტომობილებმა გადამღებ ჯგუფთან ერთად მთელი მსოფლიო შემოიარეს. ჯენერალ მოტორსმა კვლავ უზრუნველყო ამ ფილმზე მომუშავე ჯგუფის უპრეცედენტო თანადგომა.

კამაროს გარდა,რომელიც წინა ფილმშიც მონაწილეობდა, დიდ ეკრანზე პირველად გამოჩნდებიან Chevrolet-ს ახალი კინოგმირები.

საიდსვაიპს (SIDESWIPE) აქვს Corvette -ის დიზაინერების მიერ შექმნილი დინამიური კონცეპტის ფორმა. დიზაინი მოიცავს რალის ორიგინალური ავტომობილ Stingray - ის ელემენტებს, რომელიც წარმოდგენილი იყო 1959 წელს და ასევე ეყრდნობა Corvette - ის სხვადასხვა თაობის მახასიათებლებს. ყველა ეს ელემენტი ერთიანდება ფუტურისტულ ფორმაში, რომელიც ერთდროულად მოგაგონებთ, როგორც რალის ავტომობილს, ასევე კოსმიურ ხომალდს.

პერსონაჟები სკიდსი (SKIDS) და მადფლეპი (MUDFLAP), რომლებიც შექმნილი არიან ავტომობილების Beat – ის და Trax–ის ბაზაზე თავიანთი კონცეპტის ერთგულები რჩებიან., რომლთა დებიუტიც 2007 წლის ნიუ - ორკის ავტო შოუზე შედგა. თუმცა თითოეულმა შეიძინა ახალი ელფერი და სხვა გარეშე ელემენტები. მიუხედავად მათი მცირე გაბარიტებისა მებრძოლ ავტობოტებად ტრასფორმაციის შემდეგ ისინი დიდ სიმძალავრეს ავლენენ.

კიდევ ერთი ავტობოტი ჯოლტი (JOLT) წარმოგვიდგება გაზრდილი სვლის მარაგის მქონე ელექტრომობილის Chevrolet Volt-ის ფორმაში. ამ მანქანას ელექტროძრავის გარბენის შესაძლებლობა მოიცავს 60 კმ, ხოლო Voltec-ის ტრანსმისიის დახმარებით გარბენი დამატებით ასეული კილომეტრებით იზრდება.

და რა თქმა უნდა ავტობოტების გუნდი ვერ იქნება სრულყოფილი ყვითელი პერსონაჟის ბამბლბის (BUMBLEBEE) გარეშე, რომელიც შექმნილია Camaro - ს ახალი მოდელის ბაზაზე, იგი თავის მხრივ უფრო თანამედროვე და მძლავრია ვიდრე უწინ.

დაწვრილებითი ინფორმაცია ფილმისა და მასში მონაწილე Chevrolet - ს მოდელების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე http://www.autobotsrollout.com.

კომპანია DreamWorks Pictures და Paramount Pictures, კომპანია Hasbro –ს თანამონაწილეობით წარმოგვიდგენს Bonaventura Pictures და Tom Tom DeSanto/Don Murphy Production - ის პროდუქციას მაიკლ ბეის ფილმში „ტრანსფომერები - დაცემულთა შურისძიება“, რომელშის მონაწილეობას იღებენ : შაია ლაბაფი (Shia LaBeouf) , მეგან ფოქსი (Megan Fox), ჯოშ დუამელი (Josh Duhamel) , ტაირეზ გიბსონი (Tyrese Gibson) , კევინ დანი (Kevin Dunn) , ჯული ვაიტი (Julie White) , ჯონ ბენჯამენ ჰიკი (John Benjamin Hickey) რამონ როდრიგესი (Ramon Rodriguez) , იზაბელ ლუკასი (Isabel Lucas) , გლენ მარშაუერი (Glenn Morshower) და ჯონ ტარტურო (John Turturro) .ფილმის რეჟისორი მაიკლ ბეი (Michael Bay) , სცენარისტი ერენ კრუგერი (Ehren Kruger) , რობერტო ორჩი (Roberto Orci) და ალექს კუცმანი (Alex Kurtzman). ფილმი ბაზირებულია კომპანია Hasbro-ს TRANSFORMERSTM მოტივებზე. პროდუსერები : დონ მერფი (Don Murphy) , ტომ დე სანტო (Tom DeSanto) , ლორენცო დი ბენავენტურა (Lorenzo di Bonaventura) და იან ბრაისი (Ian Bryce). აღმასრულებელი პროდუსერები : სტივენ სპილბერგი (Steven Spielberg) , მიაკლ ბეი (Michael Bay) , ბრაიან გოლდნერი (Brian Goldner) და მარკ ვარადიანი (Mark Vahradian).. მიმდინარე ფილმს ჯერჯერობით რეიტინგი არ გააჩნია.

ფოტოები გამოიყენება მხოლოდ საილუსტრაციოდ. წარმოდგენილი გამოსახულებები სავაჭრო ასორტიმენტის ზოგადი მაგალითებია, ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს სტანდარტული ფორმებისაგან. მოცემული ფასები მხოლოდ შემოთავაზებული საცალო ფასებია. სპეციალური შეთავაზებისთვის მიმართეთ Chevrolet-ის შესაბამის დილერებს. Chevrolet Central and Eastern Europe LLC. (შევროლეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული განყოფილება) და Chevrolet-ს დილერების იტოვებენ უფლებას საქმიანობის შეცვლასა და შეწყვეტაზე, პროდუქციის მახასიათებლების, ფერის და დეტალების შეცვლაზე ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე. Chevrolet არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ვებგვერდზე გამოტანილი მოდელები და მათი დეტალები დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი Chevrolet–ის დილერებთან. ამასთან დაკავშირებით, გირჩევთ, შეკვეთის მიცემამდე, გადაამოწმოთ თქვენს მიერ შერჩეული ავტომობილის მახასიათებლები Chevrolet–ის დილერთან, რომელსაც ენდობით. ეს ინფორმაცია ეხება მხოლოდ საქართველოს ბაზარს.
ყველა ბმული არის გარე და გაიხსნება ახალ ფანჯარაში