სიახლეები / 2009 / სიახლეები

Chevrolet Volt იღებს ,,გრან-პრის 2009 გარემოს დაცვისათვის”

(27.2.2009)

პარიზი. 24-ე საერთაშორისო საავტომობილო ფესტივალზე საფრანგეთში Chevrolet Volt-ს მიენიჭა ,,გრან-პრი გარემოს დაცვისათვის” - ავტომობიის კონტრუქციაში განხორციელებული ინოვაციური ტექნოლოგიებისათვის.

24 წლის განმავლობაში საერთაშორისო საავტომობილო ფესტივალზე ზეიმობენ ინოვაციურ მოდელებს, რომლებიც მაყურებელთა ემოციებს და ვნებებს იწვევენ. ამა წლის პრეზენტაციაზე ორგანიზატორებმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს ის ფაქტი, რომ მიმდინარე ეკონომიური კრიზისი უთუოდ ცვლის ხალხის დამოკიდებულებას ავტომობილების და მათი ექსპლუატაციის მანერის მიმართ. ,,დიზაინერები, ინჟინრები და მარკეტოლოგები, რომლებიც ჩვენს ბიზნესში მუშაობენ გამოიგონებენ ახალ ეფექტურ საშუალებებს პარადოქსალური ამოცანის გადასაჭრელად: ისეთი მანქანების შექმნა, რომლებიც გაამართლებენ ახალ მოლოდინსა და მოთხოვნილებებს, მაგრამ არ დაკარგავენ უწინდებურ მომხიბვლელობას”, - განაცხადა რემი დეპომ (Remy Depoix), ფესტივალის პრეზიდენტმა.

აღნიშნული აქტიური ტენდენციების გათვალისწინებით მოდელ Chevrolet Volt-ს ჟიურიმ მიანიჭა ,,გრან-პრი 2009 გარემოს დაცვისათვის”. ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ მრეწველობის წარმომადგენლები, მხატვრები, გამომცემლები და წამყვანი ჟურნალისტები, ხოლო წარმომადგენელთა როლში გამოდიოდნენ არქიტექტორი ჟან-მიშელ ვილმოტ (Jean-Michel Wilmotte) და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ფორმულა 1 რბოლებში ალენ პროსტი (Alain Prost).

Chevrolet Volt-ის კონსტრუქციაში გამოიყენება ინოვაციური ელექტრო ძალური აგრეგატი, რომელსაც ეწოდება Voltec. ის ზრდის ელექტრომობილის გარბენის სიდიდეს დამუხტვის გარეშე. 60 კმ მანძილზე მგზავრობისას Volt-ი მოძრაობს მხოლოდ ლითიუმ-იონის ბატარეის ხარჯზე, რომელიც იტენება სტანდარტული 230 ვოლტიანი ელექტრო როზეტიდან. ხანგრძლივ დისტანციაზე ავტომობილი განაგრძობს მოძრაობას ელექტრო ენერგიით, რომელიც გამოიმუშავება შიდა წვის პატარა ძრავით. მოძრაობის პირობებსა და სიჩქარის მიუხედავად, ბორბლების მამოძრავებელ ძალად, უცვლელად ელექტროობა რჩება.

,,General Motors-ის და ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც მუშაობს ამ რევოლუციურ პროექტზე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის დიდი პატივია. Chevrolet Volt-ი საშუალებას იძლევა ახლებურად შევხედოთ საავტომობილო ტრანსპორტს”, - განაცხადა ბრენტ დიუარმა (Brent Dewar), GM Europe-ის ვიცე-პრეზიდენტმა, გაყიდვების, მარკეტინგის და გაყიდვების შემდგომ მომსახურეობაში. - ,,ძალური აგრეგატის Voltec-ის წყალობით აღნიშნული ავტომობილი ჩვენს კლიენტებს საშუალებას აძლევს გაიარონ რამდენიმე ასობით კილომეტრი ელექტრო ენერგიით. ამგვარად Chevrolet Volt-ი ჭრის, როგორც დღევანდელი აგრეთვე ხვალინდელი დღის ეკოლოგიურ პრობლემებს.

ფოტოები გამოიყენება მხოლოდ საილუსტრაციოდ. წარმოდგენილი გამოსახულებები სავაჭრო ასორტიმენტის ზოგადი მაგალითებია, ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს სტანდარტული ფორმებისაგან. მოცემული ფასები მხოლოდ შემოთავაზებული საცალო ფასებია. სპეციალური შეთავაზებისთვის მიმართეთ Chevrolet-ის შესაბამის დილერებს. Chevrolet Central and Eastern Europe LLC. (შევროლეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული განყოფილება) და Chevrolet-ს დილერების იტოვებენ უფლებას საქმიანობის შეცვლასა და შეწყვეტაზე, პროდუქციის მახასიათებლების, ფერის და დეტალების შეცვლაზე ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე. Chevrolet არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ვებგვერდზე გამოტანილი მოდელები და მათი დეტალები დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი Chevrolet–ის დილერებთან. ამასთან დაკავშირებით, გირჩევთ, შეკვეთის მიცემამდე, გადაამოწმოთ თქვენს მიერ შერჩეული ავტომობილის მახასიათებლები Chevrolet–ის დილერთან, რომელსაც ენდობით. ეს ინფორმაცია ეხება მხოლოდ საქართველოს ბაზარს.
ყველა ბმული არის გარე და გაიხსნება ახალ ფანჯარაში