ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო «ბიუჯეტურ» ავტომობილად აღიარებულ იქნა Chevrolet Cruze სედანი.
პროექტ AutoBest-ის ჟიური, რომელთა შემადგენლობაში შედიან საავტომობილო ჟურნალისტები 15 ქვეყნიდან - ქულებს ანიჭებენ 13 კრიტერიუმის შესაბამისად, დიზაინისა და ისეთი ტექნიკური მაჩვენებლების ჩათვლით, როგორიცაა მართვადობა, საწვავის ხარჯი, ეკოლოგიურობა და ერგონომიკა. ისინი ასევე ითვალისწინებენ რიგ ასპექტებს, რომლებიც მეტად მნიშვნელოვნად არის მიჩნეული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბაზრებისათვის, როგორიცაა, ფართო სავაჭრო ქსელი და აქსესუარებისა და სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობა.

ფინალში გავიდა 5 მოდელი, სადაც Chevrolet Cruze-მა მოიპოვა გამარჯვება ანგარიშით 844 ქულა. მეორე ადგილი დაიკავა - Hyundai i20 ჰეჩბექმა (761 ქულა). მათ მისდევთ Skoda Yeti (725 ქულა), Volkswagen Polo (720 ქულა) და Kia Soul (550 ქულა).
ჯილდოს მინიჭების ცერემონიის დარბაზში, რომელიც სტილიზებული იყო თეატრთან, 130-ზე მეტი სტუმარი შეიკრიბა, რომელთა შორის, რათქმაუნდა იყვნენ მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო კონცერნების წარმომადგენლები, ევროპის ჟურნალისტები, აგრეთზე ბიზნეს-გაერთიანების წევრებიც. ცერემონიალი გახსნა AutoBest-ის პრეზიდენტმა ილია სელიკტარმა.
ჯილდო გადაეცა 8 ნომინაციაში: SportBest, SafetyBest, DesignBest, CompanyBest, ManBest, TechnoBest, EcoBest და მთავარ AutoBest 2010 – «წლის ავტომობილი»-ს ნომინაციაში, რომელიც შერჩეულ იქნა 13 კრიტერიუმით. როგორ უკვე ცნობილია გამარჯვებული გახდა Chevrolet Cruze. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ავტორიტეტული საავტომობილო გამომცემლობების ჟურნალისტებმა აღნიშნეს ავტომობილის გარეგნობა, მაღალისაიმედოობა და უსაფრთხოება, აგრეთვე გონივრული ფასი და განვითარებული მომსახურების ქსელი.
ბროლის საპატიო სერთიფიკატი - AutoBest-ის ჯილდო - მიიღო Chevrolet Europa-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Wayne Brennon-მა ილია სელიკტორის ხელიდან, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება Cruze-ისთვის არც თუ ისე ადვილი იყო. Chevrolet-ს ახალი ავტომობილი გახდა აბსოლუტური გამარჯვებული, რომელიც პასუხობს მომხმარებლის ყველა მოთხოვნას, რომელთაგანაც მთავარია ბრწყინვალე ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად.