სიახლეები / 2010 / სიახლეები

Cruze: საუკეთესო შედეგები Euro NCAP-ის ქრეშ ტესტებში - 5 ვარსკვლავი 5 შესაძლებელიდან

(11.8.2010)

ქრეშ ტესტი - ეს არის ავტომობილის გამოცდა უსაფრთხოებაზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განზრახ იმიტირებით, იმისათვის რომ გამოვლინდეს დაზიანების დონე, რომელიც შესაძლოა მოუტანოს ავარიამ მგზავრებს. ავტომობილში თავსდება პლასტმასის მანეკენი ჩამონტაჟებული სენსორებით დაზიანების დონეზე ინფორმაციის მისაღებად. თანამედროვე ავტომობილების ქრეშ ტესტები ყველაზე ხშირად ტარდება სისტემაში Euro NCAP.

Euro NCAP წარმოადგენს ქრეშ ტესტების ორგანიზატორ დამოუკიდებელ ევროპულ კომიტეტს, რომლის მიზანია აქტიური და პასიური უსაფრთხოების შეფასება. დაარსებულია 1997 წელს და აქვს საავტომობილო და სამომხმარებლო ორგანიზაციების მხარდაჭერა ევრო კავშირის ყველა ქვეყანაში.

მწარმოებლის მტკიცებით Chevrolet Cruze-ს აქვს „კლასსში ყველაზე მყარი ძარის მატარებელი კონსტრუქცია“. უსაფრთხოება სწორედ ძარის მყარი კონსტრუქციისგან იწყება, რომელშიც გამოყენებულია ინტეგრირებული რამის ახალი სისტემა, რომელიც გამყარებულია სათანადოდ მომართული შასის კომპონენტებით. ამ სისტემის წყალობით ძარის ზედა ნაწილი და რამა წარმოადგენს ერთ მთლიანობას, რაც ავტომობილის მდგრადობისა და სტაბილურობის გარანტიაა ყველა შესაძლო სიტუაციაში. იმის წყალობით, რომ ძარის სტრუქტურის 64%-ს მაღალი მდგრადობის მეტალი შეადგენს, კონსტრუქცია უზრუნველყოფს დაცვის მაღალ ხარისხს, ხოლო კარებების გაუმჯობესებული კონსტრუქცია, ცენტრალური საყრდენების ზემსუბუქი და მაღალი მდგრადობის მეტალი, ბამპერში ალუმინის დანამატებთან ერთად უსაფრთხოების მაქსიმალურ დონეს უზრუნველყოფენ.

არის კი ეს ავტომობილი იმდენად უსაფრთხო რამდენადაც სურთ მისი წარმოჩენა? მივმართოთ Euro NCAP-ის სისტემით ჩატარებული ქრეშ ტესტების შედეგებს. ტესტები ჩატარებულ იქნა მოდელებით ევროპისთვის აუცილებელი კომპლექტაციით (6 უსაფრთხოების ბალიში და ESC)

ზრდასრული მგზავრების დაცვა 96%

Cruze-მა ფრონტალურ უსაფრთხოებაში ქულათა მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა. მძღოლი და მგზავრი ძალიან კარგად არიან დაცულნი შეჯახებისას მთელი სხეულის მასშტაბით. სალონს მგზავრის მხრიდან დეფორმაცია არ განუცდია, წინა საყრდენის გადაადგილებამ მხოლოდ 5მმ შეადგინა. ავტომობილმა ბარიერთან გვერდითი შეჯახებისას ასევე მაქსიმალური ქულები დააგროვა. რთულ, ბოძთან გვერდითი შეჯახების ტესტში მხოლოდ ზრდასრული მგზავრის მკერდის ზონის დაცულობამ არ მოიპოვა უმაღლესი შეფასება, თუმცა ამ ზონის დაცულობა მაინც მაღალ დონეზე იყო. უკნიდან მოულოდნელი შეჯახებისას კისრის, თავისა და ზურგის დაცულობა ასევე ეფექტური იყო.

„ჩვენ კმაყოფილი ვართ Cruze-ს მიერ ნაჩვენები კარგი შედეგებით - განაცხადა Chevrolet Europe-ს პრეზიდენტმა და მმართველმა დირექტორმა Wayne Brennon-მა - დღევანდელი რეზულტატები ადასტურებს, რომ Cruze გვთავაზობს სამაგალითო უსაფრთხოების დონეს, დახვეწილ სილუეტს და საუკეთესო დინამიკურ მახასიათებლებს“.

Chevrolet Cruze
ფოტოები გამოიყენება მხოლოდ საილუსტრაციოდ. წარმოდგენილი გამოსახულებები სავაჭრო ასორტიმენტის ზოგადი მაგალითებია, ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს სტანდარტული ფორმებისაგან. მოცემული ფასები მხოლოდ შემოთავაზებული საცალო ფასებია. სპეციალური შეთავაზებისთვის მიმართეთ Chevrolet-ის შესაბამის დილერებს. Chevrolet Central and Eastern Europe LLC. (შევროლეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული განყოფილება) და Chevrolet-ს დილერების იტოვებენ უფლებას საქმიანობის შეცვლასა და შეწყვეტაზე, პროდუქციის მახასიათებლების, ფერის და დეტალების შეცვლაზე ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე. Chevrolet არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ვებგვერდზე გამოტანილი მოდელები და მათი დეტალები დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი Chevrolet–ის დილერებთან. ამასთან დაკავშირებით, გირჩევთ, შეკვეთის მიცემამდე, გადაამოწმოთ თქვენს მიერ შერჩეული ავტომობილის მახასიათებლები Chevrolet–ის დილერთან, რომელსაც ენდობით. ეს ინფორმაცია ეხება მხოლოდ საქართველოს ბაზარს.
ყველა ბმული არის გარე და გაიხსნება ახალ ფანჯარაში