
ჩვენი ავტომობილები უყვართ დახვეწილი სტილის დიზაინისა და მიმზიდველი ფასებისათვის. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის - Chevrolet-ს ავტომობილები თავის მფლობელებს მრავალ სხვა უპირატესობას სთავაზობენ.
აი, ზოგიერთი მათგანი:
საგარანტიო მომსახურება
Chevrolet-ს ყველა ავტომობილს აქვს მისი მფლობელებისათვის მოსახერხებელი სრული გარანტია. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ ჩვენი მანქანების ხარისხში, საიმედოობაში და ტექნიკურ სრულყოფილებაში. ზუსტად ამიტომ, Chevrolet-ს ყველა ავტომობილს გააჩნია ორწლიანი გარანტია გარბენის შეზღუდვის გარეშე და სამწლიანი გარანტია გარბენის 100.000 კმ-ით შეზღუდვით. ამას გარდა, მყიდველებს ეძლევათ ექვსწლიანი ანტი კოროზიული გარანტია.
ჩვენ თქვენ გთავაზობთ მარტივ საფინანსო პროგრამებს, შეაფასეთ მათი მოსახერხებლობა და მომგებიანობა! რათა უფრო დაწვრილებით გაიგოთ მათ შესახებ, მიმართეთ Chevrolet-ს სალონის თანამშრომლებს.
ჩვენი ავტომობილები ერთერთი ყველაზე ეკონომიურია, რისი წყალობითაც Chevrolet-ს მფლობელების ხარჯები საწვავზე ნაკლებია, ვიდრე ბევრი სხვა ავტომობილის მფლობელების. მაგალითად, Chevrolet Aveo ახლახან დაასახელეს ყველაზე ეკონომიურ ავტომობილად თავის სეგმენტში*
შეიძლება Chevrolet-ს ყიდვის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს … Chevrolet-ა.
ჩვენ ვაწარმოებთ ავტომობილებს 1911 წლიდან და ვამაყობთ თითოეული მათგანით - შეხედეთ Chevrolet-ს მოდელებს და მიხვდებით, რა გვაქვს მხედველობაში. ან გაიგეთ ნებისმიერი ავტომობილის შესახებ ცალცალკე
პრაქტიკული Chevrolet Aveo
ახალი დახვეწილი სტილის სედანი Chevrolet
Cruze
ყველგანმავალი მთელი ოჯახისთვის Chevrolet Captiva, რომელსაც 7 სავარძელი
აქვს