ახალი 5-კარიანი Cruze – სპორტული ჰეჩბეკი. მასთან ერთად თქვენ ბევრ წარმატებას მიაღწევთ.

ის სრულიად ახალია, ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი. დიდი ხნის ნანატრი ვერსია გავრცელებული სედანისა. როგორც 4-კარიანი “უფროსი ძმა”, Cruze ჰეჩბეკი ასევე კარგია: ის აერთიანებს ინდივიდუალურ სტილს პრაქტიკულობასთან – ეს შეიძლება დავინახოთ და შევიგრძნოთ, როგორც შიგნიდან ასევე გარედან. ამასთან ერთად ის სწრაფი და დინამიურია.

ფასისა და ხარისხის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გადახდილი თანხის სანაცვლოდ თქვენ მიიღებთ მრავალი საჭირო ოფციით აღჭურვილ ავტომობილს.

 

ჰეჩბეკი, თვალის მომჭრელი ავტომობილი

სწორი და დახრილი ხაზები, სახურავი და კუპეს სტილი ახალ Cruze–ს მიმზიდველ და დინამური იერს სძენს.
დარწმუნებული ვართ, რომ Cruze-ს ინდივიდუალური სტილი თქვენ მოგეწონებათ. მისი რადიატორის ორმაგი ცხაურა და რელიეფური მაშუქები აძლევს იშვიათ იერს. ყოველი დეტალი იქცევს თქვენს ყურადღებასა და იწვევს აღფრთოვანებას. იხილეთ Cruze–ს ექსტერიერის სურათები.

 

მარტივი მართვა და სვლა

Cruze სედანის ანალოგიურად, ხუთკარიან ვარიანტსაც გააჩნია ძარის მყარი კონსტრუქცია, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მართვის სტილს. ის უზრუნველყოფს:

  • სტაბილურობის გრძნობას,
  • გზასთან მოჭიდების შეგრძნებას,
  • მართლაც სწრაფ აჩქარებას.
  • საბარგულში,  ზომით 400 ლიტრი, მოთავსდება ყველა თქვენი ნივთი.
  • დინამიური სვლა სტორული საკიდარის წყალობით.
  • Chevrolet Cruze ჰეჩბეკი.
## Zoom
 

გამარჯვებული ავტომობილი WTCC – მეორე წელი ზედიზედ!

Chevrolet Cruze შემთხვევით არ იყო შერჩეული, რომ მონაწილეობა მიეღო WTCC მსოფლიოს ჩემპიონატში. Chevrolet გუნდი დამაჯერებლად ინარჩუნებს ლიდერობას. Chevrolet გახდა ჩემპიონი WTCC პირად ჩათვლაში და კონსტრუქტორების თასზე 2010 წელს, 2011 წელს კი დიდი უპირატესობით გაუსწრო BMW გუნდს, რომელმაც საბოლოოდ დაიკავა მეორე ადგილი. ინფორმაციას გასული წლის რბოლის შესახებ თქვენ იპოვით ჩვენს გვერდზე WTCC.

 

წინსვლა

Cruze–ს ყველა ძრავს გააჩნია თავისი სიმძლავრე, სწრაფი აჩქარება და საწვავის ეკონომიურობა. Cruze–ს ძრავები შეესაბამება სხვადასხვა საჭიროებებს. ისინი იდეალურია, როგორც ქალაქში სასიარულოდ, ასევე ქალაქ გარეთ ავტო მაგისტრალზე.

ძრავები:

  • 1.6 ბენზინი (124 ც.ძ.)
  • 1.8 ბენზინი (141 ც.ძ.)
  • 2.0 დიზელი (163 ც.ძ.)

გადაცემათა კოლოფები:

  • მექანიკა, 5-საფეხურიანი (1.6 და 1.8), 6-საფეხურიანი (2.0)
  • ავტომატური, 6-საფეხურიანი (1.8 და 2.0)

ყველა ძრავი განეკუთვნება ეკოლოგიურ კლასს ევრო 5.

 

მაღალი ხარისხის მოპირკეთება და ინტერიერის აღჭურვა

ჩაჯექით Cruze–ში და თქვენ უმალ დაინახავთ:

  • მაღალი ხარისხის მატერიებს,
  • “ორმაგი კოკპიტის” სტილის დიზაინს, რომელიც აღებულია სპორტული ავტომობილებიდან,
  • დახვეწილ ინტერიერს.

ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის მატერიებს გამიზნულად. ისინი მნიშვნელოვანია სრულყოფილი სიამოვნებისათვის მართვისას.

«ფრანგული (ორმაგი) ნაკერი», რომლითაც დაკერებულია ქსოვილი, არ აძლევს გაჭიმვის საშუალებას, რის წყალობითაც სარჩული

  • ძალიან მყარია
  • მოგემსახურებათ დიდხანს.

ტოლერანტობის მინიმალური დონით პანელების შეერთება ნიშნავს, რომ ისინი ძალიან მჭიდროდაა დამაგრებული ერთამენთთან, რისი წყალობითაც:

  • სალონში ხმაური და ვიბრაცია მინიმალურია,
  • გააჩნია გაუმჯობესებული სავალი მახასიათებლები.

იხილეთ Cruze–ს ინტერიერის სურათები.

შიდა სივრცე

Cruze ჰეჩბეკი ძალიან ფართეა. მასში საკმარისი ადგილია 5 ზრდასრული ადამიანისათვის, ხოლო საბარგულში, ზომით 400 ლიტრზე მეტი, შესაძლებელია მოათავსოთ დიდი რაოდენობა ნივთებისა. ერთი სიტყვით Cruze ჰეჩბეკი ერთ ერთი ლიდერია თავის კლასში სივრცით ფეხებისათვის, განიერი მხრების დონეთი და სიმაღლით.

სალონის კომფორტი და სათავსოები

გადახდილი ფულის სანაცვლოდ თქვენ მიიღებთ მდიდრულად აღჭურვილ ავტომობილს მრავალი სტანდარტული ოფციებით, ისეთები როგორიცაა:

  • აუდიო სისტემა( რადიო, CD პლეერი და Aux Connector),
  • წინა ელ. შუშები,
  • მძღოლის სავარძლის 6 მიმართულებით რეგულირება,
  • საჭის მართვა სიმაღლეში.

მრავალ განყოფილებას, სათავსოებს და ჯიბეებს, რომლებიც თქვენ სამსახურშია. თქვენ შეგიძლიათ ჩადოთ თქვენი ნივთები:

  • უკანა იდაყვის დასაყრდნობში,
  • ბოთლისა და რუქის ჩასადებ განყოფილებაში, წინა კარებზე,
  • ცენტრალურ კონსოლზე განლაგებულ პატარა სათავსოში, რომელშიც შესაძლოა მოათავსოთ, როგორც ხურდები, ასევე პატარა ნივთები (LT, LT+ და LTZ),
  • წინა სავარძლებს შორის მოთავსებული იდაყვის დასაყრდნობი სათავსოებით (LT, LT+ და LTZ),
  • სათვალეების ჩასადები (LT+ და LTZ).
 

Cruze–ში თქვენ უსაფრთხოდ ხართ

Cruze აღჭურვილია მრავალი უსაფრთხოების ოფციებით, რაც დამახასიათებელია უფრო მაღალი კატეგორიის ავტომობილებისათვის. უსაფრთხოება იწყება გაძლიერებული ძარისგან, მაღალი სიმტკიცის ფოლადისაგან, რომელიც კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილი.

შეჯახების საწინააღმდეგო სისტემები

  • ABS – ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემა.
  • TCS – გზასთან მოჭიდების კონტროლის სისტემა.
  • ESC – დინამიური სტაბილიზაციის პროგრამა.
  • EBD – ელექტრული სისტემა დამუხრუჭების განაწილებისა.

უსაფრთხოების ოფციები, რომლებიც გვიცავენ შეჯახებისას

  • 6 უსაფრთხოების ბალიში (მძღოლის, წინა მგზავრის, გვერდითი და ფარდა),
  • გაძლიერებული ძარა უსაფრთხოებისათვის,
  • ბავშვის სავარძლის სამაგრი ISOFIX,
  • უსაფრთხოების ღვედები, დამჭიმებით.

წინა და უკანა დეფორმაციის ზონები, რომლების ახშობს დარტყმის ენერგიას, შექმნილია იმისათვის, რათა მიიღოს დარტყმა თავის თავზე და ააცილოს ის მგზავრებს, რომლებიც სხედან უსაფრთხოების კარკასში.

 

კიდევ უფრო სასიამოვნო

Chevrolet Cruze შექმნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სტილი, სიმძლავრე და გონივრული ფასი. ამასთან ერთად ჩვენ გთავაზობთ აქსესუარების ფართო არჩევანს, რომელთა წყალობით, თქვენ შეძლებთ “მოაწყოთ” ავტომობილი ინდივიდუალურად.

თუ საუბარია ბავშვების უსაფრთხოებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათთვის სპეციალური სავარძლებია:

  • ბავშვის ავტო სავარძელს "Duo Plus"
  • ბავშვის ავტო სავარძელს "Baby Safe Plus"
  • ISOFIX ბაზას ავტო სავარძელისათვის "Baby Safe Plus"

ჩამოთვლილი აქსესუარები არ შედის ავტომობილის სტანდარტულ ოფციებში, მაგრამ მათი შეძენა შესაძლებელია Chevrolet–ის ადგილობრივ დილერთან. დაუკავშირდით ავტოსალონს, რათა მიიღოთ აქსესუარების ჩამონათვალი.

ყველა ბმული არის გარე და გაიხსნება ახალ ფანჯარაში