ახალი Malibu – პრემიუმ კლასის სედანი
Malibu 1964 წლიდან იპყრობს ამერიკულ მაგისტრალებს. ამ ხნის განმავლობაში პოპულარულმა სედანმა მოიპოვა უამრავი ტიტული და ჯილდო. მათ შორის 40–ზე მეტი ტიტული 2008 წლიდან დღემდე. მისი შეძენა ეხლა უკვე შესაძლებელია საქართველოშიც. ახალი Malibu – ზუსტად ის ავტომანქანაა, რომელსაც თქვენ იმსახურებთ: იდეალური მართვის დროს, კომფორტული და საუცხოოდ აღჭურვილი.
სილამაზის და სიმძლავრის განსახიერება
Malibu ძალიან ლამაზი და სპორტული შეხედულებისაა, განიერი ფრთებით, გამოწეული წინა მაშუქებით, გვაგონებს ლეგენდარულ სპორტულ ავტომანქანას Camaro–ს.. ყველაფერი ეს ერთობლიობაში ავტომანქანას უფრო აეროდინამიურს ხდის. ქსენონის წინა მაშუქები და უკანა დიოდური განათება მთლიანობაში განუმეორებელ მომხიბვლელობას და ელფერს ანიჭებს ავტომანქანას. Malibu ტოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას თავისი ერთდროელად თანამედროვე და ელეგანტური შეხედულებით.

მდიდრული და კომფორტული ინტერიერი
Malibu გამოირჩევა არამარტო ელეგანტური გარეგნობით, არამედ მდიდრული ინტერიერითაც. უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იქცევს მულტიმედიური სისტემა. აუდიო სისტემის საჭიდან მართვა, USB, Bluetooth, MP3. ხოლო 7- დიუმიან ფერად სენსორულ ეკრანს მიღმა მდებარეობს საიდუმლო სათავსო თქვენი სმარტფონისთვის ან iPod®.*
მდიდრული ინტერიერი: განიერი, მოხერხებული სავარძლები და პრაქტიკული სათავსოები ერთობლიობაში ქმნის მაქსიმალურ კომფორტს. Malibu–ს სალონში მეფობს სიმშვიდე. ამაზე ზრუნავს სალონის ხმის ჩამხშობი კონსტრუქცია, და ძრავის იზოლირებული საყრდენი.
თქვენ არ დაგჭირდებათ გასაღების ძებნა ჯიბეში ან ჩანთაში, საკმარისია გასაღები იქონიოთ თან, მიუახლოვდეთ ავტომანქანას და იგი ავტომატურად გახსნის ჩამკეტს. საჭესთან დაჯდომის შემდეგ თქვენ უბრალოდ უნდა დააჭიროთ ღილაკს რათა აამუშაოთ ძრავი, და გაუყვეთ გზას.
Malibu უსაფრთხოების სისტემა
საიმედო ძარა უზრუნველყოფს არამარტო იდეალურ მართვას, არამედ მგზავრების უსაფრთხოებასაც ავტომანქანაში. Malibu–მ მოიპოვა მაქსიმალური შეფასება 5 «ვარსკვლავი» NCAP –ს მიერ ორგანიზებულ ტესტებში, Malibu აღჭურვილია ყველა თანამედროვე უსაფრთხოების სისტემით. სტანდარტული 6 უსაფრთხოების ბალიშით, სტაბილიზაციისა და მოცურების ელექტრონული მართვის სისტემით StabiliTrak® Malibu ასევე აღჭურვილია:
- აქტიური თავის მისაყრდნობით
- მძლავრი საყრდენით, წელის დასაცავად
- სატერფულის განთავისუფლების სისტემით
- საბურავში ჰაერის წნევის ამსახველი სენსორებით
* კომპლექტაციიდან გამომდინარე

ინფორმაცია გაყიდვების შესახებ
Chevrolet Malibu – ახალი შთამბეჭდავი ავტომანქანა მათთვის ვინც ირჩევს ელეგანტურ სტილს, კომფორტს და მოწინავე ტექნოლოგიებს. თუ თქვენ დაინტერესდით ამ მოდელით მიმართეთ Chevrolet ოფიციალურ დილერს.













