მეტი სიმძლავრე. უფრო პრაქტიკული. უფრო გამბედავი.
კეთილი იყოს თვენი მობრძანება Captiva–ს მშვენიერ სამყაროში! ძლიერი ქროსოვერი ისეთი გარეგნობით, რომელზეც თქვენ ოცნებობდით და უნივერსალურობა, რომელიც თქვენ გჭირდებათ. ძველი მოდელის წარმატებამ სული შთაბერა ახალი მოდელის გაუმჯობესებას ყველა ასპექტში. ჩვენ შევქმენით ავტომობილი, რომელიც აკმაკოყოფილებს ყველა ტიპის მოთხოვნას. ის იდეალურია ნივთების გადასატანად, და ყოველდღიური მომხარებისათვის, დიდი ოჯახებისათვისა და მათთვის ვინც ოცნებობს სპორტულ ავტომობილზე, Captiva საუკეთესო არჩევანია.
ამ გვერძე
გაიცანით ახალი Captiva:
სიხარული ყოველ დეტალის ნახვისას
Chevrolet Captiva–ში მოხდა უდიდესი ცვლილებები ხუფის ქვეშ, რამაც გააუმჯობესა ავტომობილის სიმძლავრე. ეს შთამბეჭდავი სიმძლავრე შეესაბამება ახალ ბევრად უფრო აგრესიულ დიზაინს.
ახალი Captiva განეკუთვნება სპორტული ავტომობილების კლასს – და აქ ის გამოირჩევა წინამორბედი მოდელისაგან, ამასთან ერთად მისი გამოკვეთილი კონტურები დამახასიათებელია Chevrolet–თვის. გამართული პროფილი, მინების დინამიური ფორმები და განიერი ძარა, ჩვენ შევქმენით სპორტული ძარის მქონე ავტომობილი.
სრულყოფილი ორმაგი რადიატორის ცხაურა ახლა უფრო შთამბეჭდავია. გვერდითი საჰაეროები განთავსებულია უფრო ქვემოთ, რამაც ის უფრო თვალსაჩინო გახადა, ვიდრე ადრე. დამატებით ელეგანტურობას სძენს ახალი პრიზმისებრი ფორმის მაშუქები, უკანა ხედვის სარკეებში ჩაშენებული ციმციმები და ასევე სხვა ელემენდები. ექსტერიერის ყოველი დეტალი იქცევს ყურადღებას, ავტომობილის დიზაინი ღრმა შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე, ისევე როგორც მისი მართვით მიღბული სიამოვნება.
გამაოგნებელი ინტერიერი
ჩვენ სრულიად განვაახლეთ ახალი Captiva–ს ინტერიერი. სალონი ისევ ფართო დარჩა, მაგრამ სადაც არ უნდა გაიხედოთ თქვენ ყველგან დაინახავთ მასალების შესრულების ახალ საფეხურს და ავტომობილის უნივერსალურობას.
იხილეთ ვიდეო რგოლი, რომელიც წარმოაჩენს Captiva–ს ინტერიერის ყველა უპირატესობას, რათა მიიღოთ სრული შთაბეჭდილება ამ SUV შესახებ.
გაუმჯობესებული სიმძლავრე
ხუფის ქვეშ თვენ იპოვით ოთხი მძლავრი ძრავიდან ერთ–ერთს, რომელიც იქება 6 საფეხურიანი მექანიკა ან ავტომატური გადაცემათა კოლოფი – რომელიც სრულყოფილი მართვის გარანტიას მოგცემთ.
ბენზინის ძრავები
Captiva–ს უახლესი ძრავი – ეს მომავლის ტექნოლოგიაა. მათ შორისაა 2 ზედა გამანაწილებელ ლილვიანი (CVVT) უწყვედატ ცვალებადი გაზ გამანაწილებელი მექანიზმით ECOTEC 2,4 და 3,0 ლიტრი სიმძლავრით 167/258 ც.ძ. და აჩქარება 0-100კმ/სთ 10,5/8,6 წამში.
ტრანსმისია და მართვის არჩევანი
თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ Captiva მექანიკური, ან ავტომატური გადაცემათა კოლოფით, წინა და სრული ამძრავით. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ ამ ავტომობილით ყველგან ივლით, ავტომობილის შასი შეესაბამება გაუმჯობესებულ დინამიკას, მანევრირებასა და შთამბეჭდავი მართვის მახასიათებლებს, რაც მოგანიჭებთ მართვის სიამოვნებას.
Captiva უსაფრთხოება –დამტკიცებულია 5 «ვარსკვლაბით» NCAP
Captiva–ში არის ექვსი უსაფრთხოების ბალიში, ორი წინა და ორი გვერდითი მძღოლისა და წინა მგზავრისათვის, ასევე უსაფრთხოების ბალიშები უკანა მგზავრებისათვის. სამ წერტილიანი უსაფრთხოების ღვედი და წინა მგზავრების დაჭიმვის ძალის შემზღუდველი ზრუნავს მგზავრების უსაფრთხოებაზე, ხოლო ბავშვის სამაგრი ISOFIX მეორე რიგის სავარძლებზე, გეხმარებათ უსაფრთხოდ დაამაგროთ ბავშვების სავარძლები.
გზაზე თვენი სტაბილურობა – ჩვენთვის პრიორიტეტულია. ძალიან მნიშვნელოვანია, აცურების საწინააღმდეგო სისტემა (TCS) რომელიც არ გაძლევთ ამოტრიალების საშუალებას, ხოლო ელექტრული სტაბილურობის კონტროლი (ESC) დაგეხმარებათ შინარჩუნოთ სტაბილურობა გზაზე. სამუხრუჭე სისტემის დამხმარე ელექტრო სისმება (BAS) ყოველთვის მზადაა ამოქმედდეს და შეამოკლოს სამუხრუჭე მანძილი ექსტრემალურ სიტუაციებში.
კიდევ ერთი სასარგებლო უსაფრთხოების სისტემა, პირველად გთავაზობთ Captiva–თვის – «Hill Start Assist», რომელიც საშუალებას არ აძლევს ავტომობილს დაგორდეს უკან აღმართზე მოძრაობის დაწყებისას.
დაღმართზე დაშვების დახმარების სისტემის წყალობით, დაღმართზე დაშვება ძალიან იოლია, რომელიც ავტომატურად ანელებს ავტომობილის მოძრაობას დაღმართზე, ამიტომ თქვენ არ დაგჭირდებათ სამუხრუჭე სატერფულზე ფეხის მძლავრად დაბჯენა.
იხილეთ ვიდეო, რომელიც განახებთ «Follow-me-home» სისტემა როგორ მუშაობს, რომელიც შედის სტანდარტულ ოფციებში და ოფციური უკანა ხედვის კამერა.
აქსესუარები
ჩვენ შევიმუშავეთ მთელი რიგი აქსესუარებისა, რომლებიც გახდის Aveo თქვენს იდეალურ მეგზურად. ამოირჩიეთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ : ველოსიპეტისა და სამთო აღჭურვის სამაგრი, საბარგო ყუთი და სხვა მრავალი. თქვენი ბავშვების უსაფრთხოებისათვის ჩვენ გთავაზობთ:
- ბავშვის ავტო სავარძელს "Duo Plus"
- ბავშვის ავტო სავარძელს "Baby Safe Plus"
- ISOFIX ბაზას ავტო სავარძელისათვის "Baby Safe Plus"




დამატებითი ინფორმაცია Captiva–ს შემოთავაზებული აქსესუარებისა - თქვენი Chevrolet–ის დილერთან.
საწყისი ფასი 16.800 €
ამოირჩიეთ კომპლექტაცია!
-
ახალი Captiva LSსაწყისი ფასი 16.800 €
- აღმართზე და დაღმართზე ადგილიდან დაძვრის დახმარების სისტემა
- 6 უსაფრთხოების ბალიში
- კონდიციონერი
- უკანა ხედვის სარკეების ელ. რეგულირება, გათბობა და კეცვა, ჩაშენებული ციმციმა მაშუქებით
- წინა და უკანა შუშების ელ. რეგულირება
- ბორტ კომპიუტერი
- ტელექსკოპური საჭე
- რადიო, CD-პლეერი, MP3, Bluetooth საჭიდან მართვადი
- მსუბუქი შენადნობის დისკი 17”
-
ახალი Captiva LTსაწყისი ფასი 19.400 €
დამატებითი ოფციები LS:
- კლიმატ კონტროლი
- შუშების ელ. რეგულირება, მგზავრების რეგულირების ბლოკირების სიტემით
- შუშების ელ. რეგულირება, მგზავრების რეგულირების ბლოკირების სიტემით
- ნისლსაწინააღმდეგო მაშუქები წინ
- წვიმის, მაშუქების და პარკინგის სენსორი (უკან)
- უკანა ხედვის სარკის ავტომატური დამუქება
- კრუიზ კონტროლი
- ტყავის საჭე
-
ახალი Captiva LT+საწყისი ფასი 18.500 €
დამატებითი ოფციები LT:
- ყტავის სალონი შავი ფერის
- წინა მაშუქების წნევით რეცხვა
- წინა სავარძლების გათბობა
- მსუბუქი შენადნობის დისკი 18”
-
ახალი Captiva LTZსაწყისი ფასი 21.200 €
დამატებითი ოფციები LT+:
- ტყავის სალონი ტიტანისფერი
- მძღოლის სავარძლის ელ. რეგულირება 8 მიმართულებით
- აქტირუი თავის მისაყრდნობები
- ქრომირებული მაშუქები
- მსუბუქი შენადნობის დისკი 19”














