Captiva–ს მაღალი ხარისხის ინტერიერი
მაღალი ხარისხის აწყობისა და მატერიების წყალობით Captiva–მ გადააბიჯა შემდეგ კლასში. მოდელის შესანიშნავი ტექნიკა ხდის მას უფრო პრაქტიკულსა და ფუნქციონალურს. ჯობს ერთხელ ნახოთ, ვიდრე ასჯერ გაიგოთ - გაიცანით Captiva უკეთ ორი ვიდეო რგოლის წყალობით.
პრაქტიკული და ფართო საბარგო განყოფილება
სალონის ტრანსფორმაციის სისტემა ხდის Captiva–ს საუცხოოდ პრაქტიკულ ავტომობილად. მესამე რიგის დაკეცილი სავარძლებით საბარგო განყოფილების მოცულობა იზრდება 769 ლიტრამდე. თუ დაკეცავთ მეორე რიგის სავარძლებსაც, თქვენ მიიღებთ საბარგო განყოფილებას 1577 ლიტრ მოცულობამდე – ერთ ერთი ყველაზე დიდი საბარგული SUV კლასის ავტომობილებს შორის.
ნახეთ ვიდეო რგოლში:
- სავარძლები იკეცება ერთი ხელით,
- მოსახერხებელი მოსათავსებელი დიდი მოცულობის ტვირთისა, ფართე და სწორი საბარგო განყოვილების ზედაპირისა.
ყურადღება მიაქციეთ ელეგანტურ უკანა ფანჯარას, რომელიც იღება საბარგულის კარის დამოუკიდებლად, რათა უფრო ადვილად ჩადოთ მცირე ზომის ტვირთი.
ინტერიერის მახასიათებლები და ხარისხი
Captiva–ს სალონი მოგანიჭებთ ხარისხისა და კომფორტის შეგრძნებას, რომელიც ძირითადად ძვირად ღირებულ ავტომობილებში გვხვდება. ყურადღება მიაქციეთ მოპირკეთების მაღალი ხარისხის მატერიებს და სავარძლების აკურატულ დამუშავებას. ასევე ინტერიერის პრაქტიკულობას, მოსახერხებელი სათავსოებით.
ნახეთ ვიდეო რგოლში Captiva უამრავი ღირსება:
- სავარძლების რეგულირება 4 მიმართულებით,
- Aux-in ადაპტორი iPod–თვის, აუდიო სისტემის მართვა საჭეზე,
- 7-დიუმიანი დისპლეი (ოფციური სანავიგაციო სისტემით).
გაამახვილეთ ყურადღება კონსოლზე განთავსებულ სათავსოებზე.













